ტოჩინოშინმა კოტოშიგიკუ დაამარცხა და დადებითი ბალანსი აღიდგინა (ვიდეო)

14:51, 13.03.2018

ლევან გორგაძე ოსაკაში, ჰარუ ბაშოს მესამე დღეს იაპონელ კოტოშიგიკუს დაუპირისპირდა და იორიკირით დაამარცხა. მის ბალანსზე ორი გამარჯვება და ერთი მარცხია.

ტოჩინოშინი ბაშოზე სეკივაკეს რანგით ასპარეზობს. მომდევნო შეხვედრაში ქართველი სუმოისტი მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოს შეხვდება, რომელიც მისთვის უხერხული მეტოქეა.

ჯურიოს დივიზიონში გაიმარჯვა გაგამარუმაც, რომელმაც ტაკანაშო დაამარცხა.

მსგავსი