ფიგურული ციგურაობა | საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრანპრიზე სრული შემადგენლობით გამოვა #1TVSPORT

20:58, 04.11.2026

6-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, ჩინეთის ქალაქ შენჟენში ფიგურულ ციგურაობაში გრანპრის სერიის მესამე ეტაპი გაიმართება, სადაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების წყვილებისთვის (ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა, დიანა დევისი-გლებ სმოლკინი) და ანასტასია გუბანოვასთვის ეს გრანპრის სერიის მეორე ეტაპი იქნება, სადაც, დიდი ალბათობით, გაირკვევა შეძლებენ თუ არა ისინი ფინალში ასპარეზობას, ნიკა ეგაძისათვის კი – პირველი ეტაპი.

ჩინეთის გრანპრის განრიგი:

6 ნოემბერი

დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) – რიტმული ცეკვა;

ანასტასია გუბანოვა (ქალები) – მოკლე პროგრამა;

ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) – მოკლე პროგრამა;

ნიკა ეგაძე (კაცები) – მოკლე პროგრამა;

7 ნოემბერი

დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) – თავისუფალი პროგრამა;

ანასტასია გუბანოვა (ქალები) – თავისუფალი პროგრამა;

ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) – თავისუფალი პროგრამა;

8 ნოემბერი

ნიკა ეგაძე (კაცები) – თავისუფალი პროგრამა.

მსგავსი