ლევან გორგაძის გულშემატკივრებმა მხარდამჭერი შეძახილი არასწორად თარგმნეს

17:21, 13.03.2018

ოსაკაში, ჰარუ ბაშოზე, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) გულშემატკივრები მრავლად ჰყავს. მათ შორის არიან ადგილობრივებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ლევანი ქართულად გაემხნევებინათ, თუმცა მხარდამჭერი შეძახილის გადასათარგმნად “google translate” გამოიყენეს და “მიდი”-ს ნაცვლად “წადი”დაწერეს. 

მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის ანგარიშზე  ორი გამარჯვება და ერთი მარცხია. მომდევნო შეხვედრაში ქართველი სუმოისტი მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოს დაუპირისპირდება, რომელსაც იგი სულ სამჯერ შეხვედრია და ერთი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძე, იანვარში, წლის პირველი ბაშოს გამარჯვებული გახდა (14 გამარჯვება – 1 მარცხი) და იმპერატორის თასს დაეუფლა.

 

მსგავსი