ლევან ჟორჟოლიანი – 12 ქსელს ექნება ვალდებულება, განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე, ვფიქრობ, აღნიშნული პლატფორმა მოსახლეობისთვის შედეგის მომტანი იქნება 

13:51, 24.06.2026
მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ, –  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლევან ჟორჟოლიანმა ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე, www.ekalata.gov.ge-ზე საუბრისას განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ. ასევე, ეს წაახალისებს, მათ შორის კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში. ქსელებს ექნებათ ვალდებულება, განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე. FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი – 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, მოსახლეობისთვის შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული.

მსგავსი