ლევან დავითაშვილი - პრეზიდენტის განცხადება არასწორად იყო ინტერპრეტირებული
ლევან დავითაშვილი - პრეზიდენტის განცხადება არასწორად იყო ინტერპრეტირებული

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

„არასწორად იყო ინტერპრეტირებული პრეზიდენტის განცხადება, რაც მე წავიკითხე, არ მომისმენია, მაგრამ წავიკითხე. ის საუბრობდა განათლებაზე, მეცნიერებაზე და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ გეუბნებით,  ვიდეო არ მინახავს. რატომ შეიძლება ვერ ნახოს ადამიანმა ვიდეო? უამრავი საქმე გვაქვს,  ვმუშაობთ, როცა მოვახერხებ, ამ ვიდეოს ვიხილავ“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრებაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მსახურობს და ამ პროცესში (ქართული კულტურის გატანაში) ისინიც უნდა იყვნენ ჩართული.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.