ლევან დავითაშვილი - დღეს მსოფლიოს პოპულარული პრესა საუბრობს, რომ ღვინო 8000 წლის წინ დაიბადა საქართველოში
ლევან დავითაშვილი - დღეს მსოფლიოს პოპულარული პრესა საუბრობს, რომ ღვინო 8000 წლის წინ დაიბადა საქართველოში

დღეს უკვე მთელი მსოფლიოს პოპულარული პრესა საუბრობს იმაზე, რომ ღვინო არის 8000 წლის და ღვინო 8000 წლის წინ დაიბადა ზუსტად საქართველოში, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვეძლო, ხაზგასმით და გადაჭრილად გვესაუბრა იმ სამეცნიერო კვლევის შედეგებზე, რომელიც 2013 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით დაიწყო. ჩვენ გვქონდა შეთანხმება აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიასთან, ვიდრე არ გამოქვეყნდებოდა ოფიციალური სამეცნიერო სტატია,  ვერ ვისაუბრებდით მასმედიასთან შედეგებზე.

წუხელ გამოქვეყნდა ეს სტატია. დღეს უკვე მთელი მსოფლიოს პოპულარული პრესა საუბრობს, რომ ღვინო არის 8000 წლის და ღვინო 8000 წლის წინ დაიბადა ზუსტად საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მეცნიერული აღმოჩენა, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი კულტურის კომუნიკაცია მოხდეს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უახლესი ბიომოლეკულური არქეოლოგიური და არქებოტანიკური მტკიცებულების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის 6 000-5 800 წლებში, ადრეული ნეოლითის ხანის ღვინო საქართველოში მზადდებოდა, რაც შემდეგ მსოფლიოში გავრცელდა.​​ PNAS-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ქართველი, კანადელი, ამერიკელი, ფრანგი, ისრაელელი და იტალიელი მეცნიერები და პროფესორები არიან.