ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით 2018 წელს მეტი შედეგი გვექნება
ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით 2018 წელს მეტი შედეგი გვექნება

2018 წელს საქართველოს მთავრობას კოორდინაცია არ აკლია, არც 2017 წელს აკლდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ოთარ დანელიას მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობა უფრო მომზადებულია და 2018 ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით მეტი შედეგი ექნებათ.

„ჩვენ აბსოლუტურად კოორდინირებულად ვმუშაობთ, 2018 წელსაც ასე გავაგრძელებთ. გასულ წელს არ იყო ფართომასშტაბიანი კომისიის ფორმატი, თუმცა 2018 წელს ჩვენ ამის ფორმალიზებაც გავაკეთეთ და კომისიის სახე მივეცით ამ ყველაფერს. იმ ურთიერთობებს, რომელიც მთავრობის სხვადასხვა რგოლს სჭირდება ამ გამოწვევის სწორად მართვისთვის და ვფიქრობ, რომ 2018 წელს იმ გამოცდილებით, რომელიც მივიღეთ 2017-ში, ძალიან ეფექტურ კამპანიას ჩავატარებთ. მოსახლეობაც უფრო მომზადებულია და 2018 წელს მეტი შედეგი გვექნება“, -განაცხადა დავითაშვილმა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, აზიურმა ფაროსანამ საქართველოს რამდენიმე რეგიონს სერიოუზული ზიანი მიაყენა.

როგორც დანელიამ აღნიშნა, შემაშფოთებელია ის, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი მთავრობის ინიციატივით შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს ბოლომდე არ ესწრება და  მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტოვებს.

„ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული“, – განაცხადა დანელიამ.