ლევან ბეჟაშვილი - ქართული საზოგადოების მოლოდინია, რომ ეს პარლამენტი იყოს დროებითი
ლევან ბეჟაშვილი - ქართული საზოგადოების მოლოდინია, რომ ეს პარლამენტი იყოს დროებითი

მარტო ჩვენი აზრი არ არის, ქართული საზოგადოების მოლოდინია, რომ ეს პარლამენტი უნდა იყოს დროებითი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას სურს, რომ მოვიდეს ახალი კოალიციური ძალა, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

„ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს გარდამავალი ეტაპი, როდესაც ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლებაში მოვა კოალიციური მთავრობა. დღეს ქართულ საზოგადოებას იმ არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე სურს, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, მოვიდეს ახალი კოალიციური ძალა, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და ქვეყანას ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.