ლევან ბეჟაშვილი - მე ვამჯობინებ, ვუყურო ოპოზიციურ არხებს
ლევან ბეჟაშვილი - მე ვამჯობინებ, ვუყურო ოპოზიციურ არხებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგულირება დაწესებულია კანონმდებლობით, ეს არის ერთ-ერთი მიღწევა ჩვენი საზოგადოების, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილის განცხადებაზე, რომ „ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პირველი არხი უნდა გავაუქმოთ“.

„უბრალოდ, მაუწყებელმა უნდა შეძლოს, იპოვოს ძალა, რომ ობიექტურად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და არ იქცეს სახელისუფლო მაუწყებლად. არსებობს საზოგადოებაში და ბევრ ადამიანში განცდა, რომ მოვლენები, იქნება ეს კორუფციული ფაქტების გამოაშკარავება თუ ოპოზიციაზე ზემოქმედება, არ შუქდება სათანადოდ. ამიტომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს თავის შეხედულებები ამ საკითხზე. პირადად მე ვამჯობინებ სხვა ოპოზიციური არხების ყურებას“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.