„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი - საქართველოს პირველი არხი არჩევნების შემდეგ უნდა გავაუქმოთ [ვიდეო]

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პირველი არხი უნდა გაუქმდეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.

საქართველოს პირველი არხის მიერ მომხდარი ფაქტის შესახებ დასმულ კითხვას კახა ოქრიაშვილმა თავი აარიდა და პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს პირველი არხი უნდა გაუქმდეს.

„მე ვფიქრობ, რომ პირველი არხი, რომელსაც 60 მილიონ ლარს ვაძლევთ ბიუჯეტიდან, უნდა გავაუქმოთ არჩევნების შემდეგ. რეიტინგი არ გაქვთ. 60 მილიონს გაძლევთ და რეიტინგი ნული გაქვთ“, – აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.