ლევან ბეჟაშვილი - გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“, მისი მესამე ძალად წარმოჩენა უადგილოა
ლევან ბეჟაშვილი - გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“, მისი მესამე ძალად წარმოჩენა უადგილოა

გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“, მისი მესამე ძალად წარმოჩენა უადგილოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, გახარია პოლარიზებული განცხადებებით თავად უწყობდა ხელს პოლარიზაციას.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს გახარიას განცხადებები, რომელიც პოლარიზაციას პირიქით ხელს უწყობდა: „ნაციონალურ მოძრაობას“ გაგაქრობთ” და ა.შ. ამ ადამიანისგან პოლარიზაციასთან დაკავშირებული ნოტაციების კითხვა უადგილოა. ვიცით, რომ გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბ“. შესაბამისად, ამ ადამიანთან მიმართებაში განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება და მესამე ძალად წარმოჩენა უადგილოა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა სჭირდება.