ლერი ხაბელოვი - იმედია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დიდ წარმატებას მივაღწევთ | მინსკი 2019
მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ექვსი წევრისგან მინსკის „სპორტის სასახლეში“ კვარცხლბეკზე ასვლა ოთხმა სპორტსმენმა მოახერხა. ვერცხლის მედალი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ.) და გივი მაჭარაშვილმა (125 კგ.) აიღეს, ბრინჯაოს მედლებს კი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) დაეუფლნენ.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოსვლა საქართველოს პირველ არხთან შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.