ლერი აბულაძე 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავის ნომინაციაშია წარდგენილი #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიოს 2023 წლის საუკეთესო მოჭიდავის ნომინაციაშია წარდგენილი.
აბულაძემ მიმდინარე წელს 63 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის პლანეტის პირველობის ფინალში 2021 და 2022 წელსაც იყო გასული, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.
დღეს, 17 დეკემბერს ხმის მიცემის ბოლო დღეა. ხმის მიცემა UWW-ს ოფიციალურ Facebook, Instagram და YouTube პლატფორმებზეა შესაძლებელი. ხმის მისაცემად კომენტარებში ლათინურად უნდა დაწეროთ – Leri Abuladze.