ლეონიდ სლუცკი - ნატო-ში გაწევრიანებაზე კიევის პოზიციამ შესაძლოა, უკრაინაში იუგოსლავიური სცენარის განხორციელებას შეუწყოს ხელი
ლეონიდ სლუცკი - ნატო-ში გაწევრიანებაზე კიევის პოზიციამ შესაძლოა, უკრაინაში იუგოსლავიური სცენარის განხორციელებას შეუწყოს ხელი

უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით კიევის პოზიცია დონბასში მისი გავლენის აღდგენას არ დაეხმარება, თუმცა შესაძლოა, იუგოსლავიური სცენარის განვითარება გამოიწვიოს. როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

მედიასთან საუბრისას სლუცკიმ აღნიშნა, რომ უკრიანის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საბოლოო მიზნად ნატო-ში უკრაინის დაჩქარებულ შესვლას ასახელებს და არ ითვალისწინებს „შიდა უკრაინულ კონფლიქტის ცხელ ფაზას და მოსახლეობის, მათ შორის დონბასის მცხოვრებლების, აზრს“.

„პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ მხოლოდ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება შეაჩერებს ომს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა გახდება სიგნალი რუსეთისთვის – დონბასში ვითარების ესკალციისა და სიტუაციის მიზანმიმართული გამწვავებისკენ მიმართული კიევის მთელი კამპანიის მწვერვალია. თუმცა ამგვარი პოზიცია არ დააბრუნებს დონეცკსა და ლუგანსკს კიევის გავლენის ზონაში, არამედ პირიქით, შესაძლოა, უკრაინაში იუგოსლავიური სცენარის განხორციელებას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო სუაბრისას დონბასში ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატო-ს წევრობა დაასახელა.