ლენტეხში სოკოთი მოწამლული ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა
ლენტეხში სოკოთი მოწამლული ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა

ამ დრომდე მძიმე რჩება ლენტეხში სოკოთი მოწამლული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

67 და 76 წლის მამაკაცები მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებენ. ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, მამაკაცები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

შემთხვევა გუშინ საღამოს ლენტეხში მოხდა, სადაც კვირიკობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სოკოთი მოწამლული კიდევ ერთი ადამიანი, 63 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.