ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია
ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია

ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებულმა სამივე მამაკაცმა სოკო შეჭამა, თუმცა სოკოს სახეობა და წარმომავლობა უცნობია.

ორი ხანდაზმული მამაკაცი ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ განუცხადა, ორივე პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მათი მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

დატოვე კომენტარი