ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, უკვე გაიხსნა ჩოლურისა და ლაშხეთის თემთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. თუმცა გარესამყაროსგან კვლავ მოწყვეტილი რჩება ხუთი სოფელი.

მერის ვარაუდით, დღის ბოლომდე ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნება.

რაც შეეხება სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, სტიქიის შემსწავლელი კომისია მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებს. ამ დროისთვის ლენტეხში აღარ წვიმს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე: ლასკადურაჩორშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს ხუთი სოფელი მოწყდა.