ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო გარესამყაროსგან მოწყვეტილ ერთ-ერთ სოფელთან მისასვლელი გზა გაიხსნა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო გარესამყაროსგან მოწყვეტილ ერთ-ერთ სოფელთან მისასვლელი გზა გაიხსნა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო გარესამყაროსგან მოწყვეტილ სოფელ ესიერთან მისასვლელი გზა გაიხსნა.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა სოფელ ესიერის მკვიდრ შვიდ ოჯახს პროდუქტი მიუტანა.

ლნტეხის მუნიციპალიტეტში გარესამყაროსგან მოწყვეტილი რჩება კიდევ ოთხი სოფელი. გზებზე მიმოსვლის აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მხარის რემუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ვარაუდობს, რომ თუ ამინდი არ გაუარესდება, დღის ბოლომდე სოფელ საყდართან დამაკავშირებელი გზის გახსნაც მოხერხდება.

21 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე: ლასკადურაჩორშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს ხუთი სოფელი მოწყდა.

დატოვე კომენტარი