ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ონიანის ინფორმაციით, სოფელ ბაბილთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ონიანის თქმით, გზის გაწმენდა რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი.
სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობისთვის გზა უმოკლეს დროში გაიხსნება.
მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მეწყრის ჩამოწოლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.