ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მეწყრის ჩამოწოლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) მეწყრის ჩამოწოლის გამო დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.