ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი გარესამყაროსგან კვლავ მოწყვეტილია
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი გარესამყაროსგან კვლავ მოწყვეტილია

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი გარესამყაროსგან კვლავ მოწყვეტილია.

მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, სოფლებთან – დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიდი და მუცდი – დამაკავშირებრლ გზებზე სამუშაოები დაწყებულია, თუმცა უცნობია, როდის მოხდება მიმოსვლის აღდგენა.

ხუთივე სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება.

„ორ ოჯახს დასჭრიდა დახმარება მედიკამენტების კუთხით. მათთვის საჭირო წამლები უკვე შევიძინეთ და მოქალაქეებს სამაშველო ჯგუფების დახმარებით მივაწვდით, რომლებსაც დროებითი საბაგიროები აქვთ გაჭიმული.  ასევე, გზაშია მძიმე ტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვება”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბადრი ლიპარტელიანმა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე: ლასკადურაჩორშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს ხუთი სოფელი მოწყდა.