ლეგიონერი ქუთაისში - სერბ ნახევარმცველთან კონტრაქტი გაფორმდა
ლეგიონერი ქუთაისში - სერბ ნახევარმცველთან კონტრაქტი გაფორმდა
ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
 
„გუნდსა და ნახევარმცველ ვანია მარკოვიჩს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც სერბი ფეხბურთელი ახალ სეზონს ქართულ კლუბში გაატარებს. 25 წლის სერბი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.
ქუთაისელთა ახალწვეულმა კარიერა ბელგრადის „პარტიზანში“ დაიწყო. 2012-დან 2017-წლამდე ის პოლონური „კორონას“ ღირსებას იცავდა, საიდანაც 2017 წელს მაკედონიურ „ვარდარში“ გადაბარგდა. მერე იყო პორტუგალიური „ფარენსე“ და უნგრული „კაპოშვარი“. „ვარდარის“ მაისურით მარკოვიჩმა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთი მატჩი ჩაატარა.