ლეგენდათა ტურნირზე ორი ტურის შემდეგ „დინამო თბილისს“ სამი ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ გამართავს

22:30, 11.01.2020

ბერლინში მიმდინარე ლეგენდათა ტურნირზე „დინამო თბილისი“ მეორე ტურის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

„დინამო თბილისიდან“ გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს.

ორი ტურის შემდეგ, დედაქალაქურ გუნდს სამი ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე მატჩს ხვალ 17:30 საათზე „შალკე 04“-ის წინააღმდეგ გამართავს.

ბერლინში მიმდინარე ლეგენდათა ტურნირზე „დინამო თბილისმა“ პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა. თბილისელებმა ლევერკუზენის „ბაიერი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) მიმდინარეობს, რომელშიც „დინამო თბილისი“ მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა.

მსგავსი