ლეგენდების ტურნირში „‪დინამო თბილისმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ ანგარიშით 4:2 მოუგო
ლეგენდების ტურნირში „‪დინამო თბილისმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ ანგარიშით 4:2 მოუგო

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეს ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) მიმდინარეობს, რომელშიც „დინამო თბილისი“ მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა.

„‪დინამო თბილისმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ ანგარიშით – 4:2 მოუგო.

გოლები ალექსანდრე იაშვილმა (2), კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.

„მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს „დინამო თბილისის“ სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილები. 19 იანვარს უკვე ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დაწყების წინ.