ლეგენდარულმა დომინიკ ჰაშეკმა NHL-ს რუსი ჰოკეისტების კონტრაქტების შეჩერება მოსთხოვა #1TVSPORT
ლეგენდარულმა დომინიკ ჰაშეკმა NHL-ს რუსი ჰოკეისტების კონტრაქტების შეჩერება მოსთხოვა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ჩეხმა მეკარემ დომინიკ ჰაშეკმა მოუწოდა ჰოკეის ეროვნულ ლიგას (NHL) – შეაჩეროს რუსი ჰოკეისტების კონტრაქტების მოქმედება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო.

„NHL-მ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს კონტრაქტების მოქმედება ყველა რუს მოთამაშესთან! თითოეული სპორტსმენი წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარ თავსა და კლუბს, არამედ თავის ქვეყანას, მის ღირსებებსა და მოქმედებებს. ეს ფაქტია“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ სტენლის თასის მფლობელმა და 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონმა.