მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იამაიკელი ლეგენდა უსაინ ბოლტი პირველად გახდა მამა. 33 წლის ყოფილ სპრინტერსა და მის შეყვარებულს კასი ბენეტს ქალიშვილი გაუჩნდათ.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა იამაიკის პრემიერ-მინისტრმა ენდრიუ ჰოლნესმა.
„ვულოცავ ჩვენს ლეგენდარულ სპრინტერს უსაინ ბოლტსა და კასი ბენეტს ქალიშვილის შეძენას!“ – გამოაცხადა ჰოლნესმა.
ბოლტმა კარიერა 2017 წელს დაასრულა. იმ მსოფლიოს რეკორდსმენია 100 მეტრზე (9.58 წამი) და 200 მეტრზე (19.19) რბენაში.