ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი თხილამურებით რბენაში, 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონი, 38 წლის ნორვეგიელი მარიტ ბიორგენი უახლოეს პერიოდში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ, რამდენიმე ნორვეგიულმა ინტერნეტ-რესურსმა დაწერა.
„დიდი ალბათობით, 6 აპრილს, ბიორგენი გამოაცხადებს, რომ დაასრულა კარიერა”, – წერია ერთ-ერთ ნორვეგიულ ინტერნეტ-გაზეთში.
მარიტ ბიორგენს 1999 წელს ჰქონდა დებიუტი მსოფლიოს თასზე. 19 წლის განმავლობაში, მან ამ ტურნირის ეტაპებზე 107 გამარჯვება მოიპოვა.