ბიორგენი ყველაზე ტიტულოვანი ქალი ოლიმპიელი გახდა

23:08, 10.02.2018

ნორვეგიელი მოთხილამურე მარიტ ბიორგენი ზამთრის ოლიმპიადებზე ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქალი სპორტსმენი გახდა.

ბიორგენმა სათხილამურო რბოლის დისციპლინა სკიატლონში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიგო. ეს იყო მისი მე-11 მედალი ოლიმპიადებზე. ახლა, ნორვეგიელის აქტივში ექვსი ოქრო, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოა.

აქამდე, ბიორგენი მედლების რაოდენობით პირველ ადგილს იყოფდა საბჭოთა მოთხილამურესთან რაისა სმეტანინასთან (4-5-1) და იტალიელ სტეფანია ბელმონდოასთან (2-3-5) ერთად.

ზამთრის ოლიმპიადებზე ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად ნორვეგიელი ბიატლონისტი ოლე-ეინარ ბიორნდალენი რჩება 13 მედლით (8-4-1).

მარიტ ბიორგენი, აგრეთვე, რეკორდსმენია მსოფლიოს თასზე მოგებული ეტაპების რაოდენობით ქალებსა და მამაკაცებს შორის.

გარდა ამისა, ნორვეგიელი მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონია, რაც აბსოლუტური რეკორდია ტურნირის ისტორიაში.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე

 

მსგავსი