რაფაელ მარკესმა კარიერა დაასრულა
რაფაელ მარკესმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა მექსიკელმა მცველმა, რაფაელ მარკესმა კარიერა დაასრულა. 39 წლის მოთამაშემ მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა ფეხბურთელობისთვის თავის დანებება.
სულ მარკესმა 22 სეზონი ჩაატარა და მის ბოლო კლუბი იყო მექსიკის “ატლასი”.

მთავარი ტიტულები მარკესმა “მონაკოსა” და “ბარსელონაში” მოიპოვა. 2000 წელს, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ოთხჯერ იყო ესპანეთის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
მექსიკის ნაკრებთან ერთად მარკესმა 1999 წელს კონფედერაციათა თასი მოიგო, 2003 და 2011 წლებში კონკაკაფ-ის “ოქროს თასი”.