ლეგენდარული ლუის სესარ მენოტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
ლეგენდარული ლუის სესარ მენოტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების, „ბარსელონას“, „ატლეტიკოსა“ და „სამპდორიის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არგენტინელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში პირველი კლუბი იყო „ნიუელს ოლდ ბოისი“, რომელსაც 1973 წელს ჩაუდგა სათავეში. ამ გუნდთან მუშაობის შემდეგ მენოტი „ურაკანის“ მწვრთნელი გახდა, 1974 წელს კი არგენტინის ნაკრები ჩაიბარა.

მენოტის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ნაკრებიდან ის 1983 წელს წავიდა. მოგვიანებით არგენტინელი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

მენოტის კარიერაში ბოლო კლუბი იყო მექსიკური „ესტუდიანტეს ტეკოსი“, რომელიც მან 2007 წელს დატოვა.