ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის „დინამო”-ს მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი – ლევან მოსეშვილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლევან მოსეშვილი იყო:
▪️ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964
▪️ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
▪️სსრკ ჩემპიონი: 1968
▪️სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969
▪️სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
▪️სსრკ თასი: 1969
▪️სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
▪️სპორტის რაინდი — 2012
▪️საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015
▪️სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
▪️საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.