ლეგენდარული „დინამოს“ ორი მოთამაშე დახმარებას ითხოვს
ლეგენდარული „დინამოს“ ორი მოთამაშე დახმარებას ითხოვს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების გვერდზე მიმართვა გავრცელდა, სადაც 1981 წლის 13 მაისის თბილისის „დინამოს“ ორი მოთამაშე დახმარებას ითხოვს.

ვეტერანი ფეხბურთელების მიმართვაში წერია:

„ჩვენ, საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები, გია თავაძე და გიორგი ჭილაია ვიყავით თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები. ვართ 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის გამარჯვებულები, ვართ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები, გვაქვს სახელმწიფოსგან მინიჭებული სპორტის რაინდის წოდება. დღეისთვის ვართ პენსიონრები, არ გაგვაჩნია საკუთარი საარსებო წყარო, ვართ უმუშევრები ათეული წლებია, არ მიგვიღია საცხოვრებელი ბინა და დღემდე ვცხოვრობთ ქირით. ძალიან გაგვიჭირდა – გთხოვთ ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს და უბრალოდ კეთილ ხალხს გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი. თითოეული გადმორიცხული ლარი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. მადლობას გიხდით თანადგომისა და სოლიდარობისთვის.“

მიმღები გიორგი თავაძე

საქ ბანკი GE63BG0000000498533795

თიბისი GE24TB7845245064300028