ლეგენდარული ჩეხი ჰოკეისტი ევროპარლამენტის წინაშე ტურნირებიდან რუსი სპორტსმენების გარიცხვის წინადადებით გამოვა #1TVSPORT
ლეგენდარული ჩეხი ჰოკეისტი, ოლიმპიური ჩემპიონი და NHL-ის სტენლის თასის ორგზის მფლობელი დომინიკ ჰაშეკი ივლისში ევროპარლამენტის წევრების წინაშე გამოვა რუს და ბელარულ სპორტსმენებთან დაკავშირებით, – წერს ჩეხური გამოცემა Zprávy Aktuálně.
ყოფილი მეკარე გასცემს რეკომენდაციას – მოიკვეთონ ნებისმიერი სპორტული ღონისძიებებიდან რუსი და ბელარუსი ათლეტები. ჰაშეკი აპირებს, ილაპარაკოს ევროპარლამენტის ყველაზე გავლენიან დეპუტატებთან ძირითადი ფრაქციებიდან და კომიტეტებიდან. მაგალითად, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პოლონეთის ყოფილ საგარეო მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან, ფრანგ და ბალტიისპირელ პოლიტიკოსებთან და ა.შ. ის ასევე უნდა შეხვდეს ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეს, რობერტა მეცოლას.