ბეისბოლის ამერიკულ გუნდ „ნიუ-იორკ რედ სოქსის“ ლეგენდა დავიდ ორტისი ზურგში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, – იტყობინება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია „ბიბისი“ (BBC).
43 წლის ორტისს, რომელიც „მსოფლიო სერიის“ სამგზის ჩემპიონია, მშობლიურ დომინიკის რესპუბლიკაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში თავს დაესხნენ.
ქალაქ სანტო-დომინგოს პოლიცია იტყობინება, რომ ამჟამად სპორტსმენი საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დავიდ ორტისმა ამერიკის ბეისბოლის ლიგაში (MLB) 20 წლის განმავლობაში ითამაშა და სპორტული კარიერა 2016 წელს დაასრულა.