ლეგენდარულ თურქ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს
ლეგენდარულ თურქ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს

„ბარსელონასა“ და თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარე რუშთუ რეჯბერი საავადმყოფოში მოათავსეს კორონავირუსის ინფექციის გამო, – დაწერა რამდენიმე თურქულმა წყარომ.

ფეხბურთელის ცოლის თქმით, რუშთუს ძალიან სწრაფად განუვითარდა ავადმყოფობის სიმპტომები, ამიტომაც გახდა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია.

რუშთუ რექბერი თურქული ფეხბურთის ლეგენდაა. ის ეროვნული გუნდის რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით (120). საკლუბო დონეზე მას უთამაშია „ანტალიაში“, „ფენერბაჰჩეში“, „ბარსელონასა“ და „ბეშიქთაშში“.