ლეჩხუმში, მდინარე ლაჯანურში ​მაშველები ერთ პირს ეძებენ
ლეჩხუმში, მდინარე ლაჯანურში ​მაშველები ერთ პირს ეძებენ

ლეჩხუმში, მდინარე ლაჯანურში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები მამაკაცს ეძებენ, რომელიც არხში გუშინ, ავტოავარიის შედეგად მანქანით გადავარდა.

შემთხვევა ცაგერში, სოფელ ჩხუტელში მოხდა. ავტომანქანაში სამი მამაკაცი იჯდა, მათგან ერთის ცხედარი მდინარიდან გუშინ, მეორე მამაკაცის ცხედარი კი, დღეს დილით ამოიყვანეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ შემთხვევის მიზეზი მოყინული გზა იყო.

გარდაცვლილებს ექსპერტიზა უტარდებათ.

დატოვე კომენტარი