„ლეჩემ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT
„ლეჩემ“ გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო დ’ავერსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას იტალიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. მიზეზი იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში „ვერონასთან“ გამართულ მატჩში მომხდარი სკანდალია. „ლეჩეს“ მწვრთნელი საფინალო სასტვენის შემდეგ „ვერონას“ ფეხბრთელთან, ტომა ანრისთან მივიდა და სახეში თავი ჩაარტყა. თავად ფეხბურთელი კი მანამდე, 90+7 წუთზე მოედნიდან წითელი ბარათით გააძევეს.
„ვერონასთან“ მატჩის ბოლოს მომხდარი მოვლენების გამო საფეხბურთო კლუბმა „ლეჩეს“ მთავარი მწვრთნელის, რობერტო დ’ავერსის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მწვრთნელსა და მის შტაბს მადლობას ვუხდით გუნდისთვის გაწეული სამსახურისთვის“, – ნათქვამია „ლეჩეს“ პრესსამსახურის მოკლე განცხადებაში.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ლეჩეს“ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზეა.