ლებრონ ჯეიმსი ბოლო ერთი წლის ყველაზე საძულველი სპორტსმენია #1TVSPORT
ვებგვერდმა Pickwise-მა გამოაქვეყნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე საძულველი სპორტსმენების რეიტინგი.
სიას სათავეში ჩაუდგა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. ბოლო ერთ წელიწადში სოციალურ ქსელებში ფორვარდის მისამართით სალანძღავი სიტყვები 122 ათასჯერ იხმარეს.
მეორე ადგილზეა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რეშფორდი – 32 328 შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, მესამეზე – ამერიკული ფეხბურთის კლუბის „ტამპა ბეი ბაკანირსის“ წევრი ტომ ბრეიდი – 28 151.
სრულად ამ რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 122 568
- მარკუს რეშფორდი (ფეხბურთი) – 32 328
- ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი) – 28 151
- კევინ დურანტი (კალათბურთი) – 24 370
- ბუბა უოლესი (ავტოსპორტი) – 21 750
- დემიენ ლილარდი (კალათბურთი) – 20 904
- ტრევორ ბაუერი (ბეისბოლი) – 14 083
- კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 11 757
- სტეფენ კარი (კალათბურთი) – 11 203
- მესუთ იოზილი (ფეხბურთი) – 11 192