„ინტერის“ ფორვარდი ლაუტარო მარტინესი უახლოეს ხანში კონტრაქტს გააგრძელებს მილანურ კლუბთან, – წერს გაზეთი La Gazzetta dello Sport-ი.
წყაროს ცნობით, სკუდეტოს მოპოვების შემდეგ მხარეები ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, 26 წლის არგენტინელი წელიწადში ცხრა მილიონ ევროს მიიღებს.
ლაუტარო მარტინესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.