ლატვიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა გაუშვა რაკეტები, რომლის სამიზნეც არა მხოლოდ უკრაინელი მოქალაქეები აღმოჩნდნენ, არამედ რამდენიმე ნატო-ს ტერიტორიაზე, პოლონეთში ჩავარდა, ჩემი სამძიმარი პოლონელ ძმებს

ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიკსი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„ჩემი სამძიმარი პოლონელ ძმებს. რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა გაუშვა რაკეტები, რომლის სამიზნეც არა მხოლოდ უკრაინელი მოქალაქეები აღმოჩნდნენ, არამედ რამდენიმე ნატო-ს ტერიტორიაზე, პოლონეთში ჩავარდა. ლატვია ამ დანაშაულის დაგმობაში პოლონელი მეგობრების გვერდით დგას“, – წერს ლატვიის თავდაცვის მინისტრი.

რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცელდა. ამასთან, მედიის ცნობით, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. ვრცელდება ასევე ცნობა ორი დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა დაადასტურა.