ლატვიის საგარეო უწყება თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
ლატვიის საგარეო უწყება თბილისში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ვუსამძიმრებთ თბილისში გაზის აფეთქების მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვუსურვებთ დაშავებულებს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმარში.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რვა. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.