ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება ლატვიის საგარეო უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„გულწრფელად ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს მეგობრებს საქართველოში“, – აღნიშნულია ლატვიის საგარეო უწყების „ტვიტერის“ გვერდზე.