ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის სამი კანდიდატი დაასახელა: ანდის გობზემსი, იანის ბორდანსუ და არტის პაბრიქსი.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, მთავრობის ფორმირება ნებისმიერ მათგანს ანდოს. პრეზიდენტმა მათ მოუწოდა, შეაგროვონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რათა მათი კანდიდატურის ოფიციალურად წამოაყენონ.
ლატვიის მეცამეტე მოწვევის სეიმში შვიდი პოლიტიკური ძალა შევიდა.