ლატვიელი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე - ასეთ ფანტასტიკურ გარემოში არასოდეს მითამაშია
ლატვიელი ფეხბურთელი საქართველოსთან მატჩზე - ასეთ ფანტასტიკურ გარემოში არასოდეს მითამაშია

„ეს იყო ფანტასტიკა!“ – ასე შეაფასა ლატვიის საფეხბურთო ნაკრების წევრმა ვიაჩესლავ ისაევმა,  „ერთა ლიგაზე“ საქართველოსთან შეხვედრისას, „დინამო-არენაზე“ არსებული ატმოსფერო.

ბალტიისპირელთა გუნდის დებიუტანტმა შეხვედრაზე ინტერნეტ-გამოცემა „სპორტსცენტრთან“ ისაუბრა.

„მიხარია, რომ ლატვიის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ასეთ გარემოში მქონდა. ამდენი მაყურებლის წინაშე კარიერაში პირველად ვითამაშე. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივები თავის გუნდს ქომაგობდნენ, ასეთ სტადიონზე გასვლა დიდი სიამოვნება იყო. ერთ მეტრში მყოფ თანაგუნდელსაც კი ვერაფერს ვაგებინებდი – სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო! ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღედ დამამახსოვრდება. სწორედ ასეთი ატმოსფეროს გამო გიჩნდება სურვილი, რომ ფეხბურთი ითამაშო“ – განაცხადა ვიაჩესლავ ისაევმა.