222 კგ და მსოფლიოს რეკორდი - ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
222 კგ და მსოფლიოს რეკორდი - ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით დღეს, 109+ კილოგრამში ორი ქართველი გამოდის – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე.

მათგან ფიცარნაგზე პირველი თურმანიძე ავიდა, რომელიც ჯერ 191 კგ-ს შეეჭიდა, თუმცა უშედეგოდ. ირაკლი მეორედ და მესამედაც ამ წონას შეეჭიდა, თუმცა სამივე შემთხვევაში მარცხენა ხელი ბოლომდე ვერ აღმართა და ატაცში გამოსვლა ამით დაასრულა.

ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველ ცდაზე 208 კგ შეუკვეთა, თუმცა ბოლო მომენტში გადააკეთა და 211 თავისუფლად აიტაცა. ლაშას მერე სომხეთის წარმომადგენელი გორ მინასიანი გამოვიდა, რომელმაც 212 კგ ასწია.

ასანიძემ ტალახაძისთვის 217 კგ შეუკვეთა. მანამდე შტანგასთან მინასიანი მივიდა, 216 კგ ასწია. ამის შემდეგ ტალახაძემ 217 კგ დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

ამის შემდეგ ლაშა მსოფლიოს რეკორდზე წავიდა და 222 კილოგრამი დააფიქსირა.

 

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატამდე აბსოლუტურ წონაში რეკორდების ჩამონათვალი ასეთი იყო:

დატოვე კომენტარი