ლაშა ტალახაძე - რასაც მწვრთნელები შეუკვეთავენ, მეც იმ წონისთვის მზად ვარ, რომ მივიდე, დავძლიო და გავახარო ჩემი გულშემატკივარი
ლაშა ტალახაძე - რასაც მწვრთნელები შეუკვეთავენ, მეც იმ წონისთვის მზად ვარ, რომ მივიდე, დავძლიო და გავახარო ჩემი გულშემატკივარი

რასაც მწვრთნელები შეუკვეთავენ, მეც იმ წონისთვის მზად ვარ, რომ მივიდე, დავძლიო და გავახარო ჩემი გულშემატკივარი, – ამის შესახებ მსოფლიო რეკორდსმენმა, ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ განაცხადა.

როგორც ლაშა ტალახაძემ აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე მისი გამოსვლა წარიმართა ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ მწვრთნელებს.

„მადლობა ჩვენ მწვრთნელებს ამხელა შრომის ჩადებისთვის, მადლობა ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ექიმებს ძალიან დიდი მადლობა. ყველა გვერდით გვიდგას, რომ შედეგი გავაკეთოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. მადლობა გულშემატკივარს, გადაჭედილ დარბაზს, რომელიც სპორტსმენზე ძალიან კარგად მოქმედებს. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, ასეთი სიხარული ბევრი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას და მთლიანად საქართველოს. ღმერთის წყალობით. წინ მივიწევთ. მწვრთნელების გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ, რასაც მწვრთნელები შეუკვეთავენ, მეც იმ წონისთვის მზად ვარ, რომ მივიდე, დავძლიო და გავახარო ჩემი გულშემატკივარი“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი და სამი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.