ძალოსნობა | ზურაბ მსხალაძე ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის (U23) საქართველოს ნაკრების წევრი ზურაბ მსხალაძე (85 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა.
მსხალაძემ ატაცში 162 კგ. დაძლია, აკვრაში – 193 კგ, ორჭიდში 355 კილოგრამი მოაგროვა და სამი ოქროს მედლით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.