ძალოსნობა | ნათია გადელიამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

14:53, 19.10.2026

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე (U20, U23), 23-წლამდელთა შორის 86 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის საქართველოს ნაკრების წევრმა, ნათია გადელიამ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 104 კგ დაძლია, აკვრაში – 134 კგ, ორჭიდის ჯამში 238 კგ მოაგროვა, სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი