ძალოსნობა | მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია #1TVSPORT

15:41, 18.10.2026

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მურღვლიანმა (86კგ) სამი მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 112 კილოგრამი დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. მან ატაცში ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

მარიამ მურღვლიანმა აკვრაში თავი 136 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული ერგო.

ორჭიდში მოგროვილი 248 კილოგრამით მან ევროპის ჩემპიონატი ვერცხის მედლით დაასრულა.

მსგავსი