ძალოსნობა | გურამ ვეკუა სამი ბრინჯაოს მედლით ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა #1TVSPORT
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის, 110 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი გურამ ვეკუა ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ვეკუამ ატაცში 169 კგ დაძლია, აკვრაში – 208 კგ, ორჭიდის ჯამში კი 377 კგ მოაგროვა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.